მე, მოქალაქე…დიახ, ეს სკვერია და ის თბილისში მდებარეობს!..

რუბრიკა

მე, მოქალაქე…

ეს სკვერია! დიახ, სკვერი, რომელსაც გვერდით 2 სკოლა და წინ საბავშვო ბაღი ესაზღვრება. სკვერი მესამე მასივში მდებარეობს. იქვე არის ოდესღაც რომ კინოთეატრი „ბათუმი“ იყო, ის შენობა, ახლა გაპარტახებული და ადამიანებისთვის მოსასაქმებელ ადგილად ქცეული.

სხვათაშორის, ამ სკვერში შედგა დავით ნარმანიას შეხვერდა ამომრჩეველთან მეორე ტურის წინ. მაშინდელმა მერმა პირობა დადო, სულ მალე აქ ახალი სკვერი იქნებაო…მაგრამ….

ნუთუ არ შეიძლება ამ სკვერის მოწყობა, არ შეიძლება ამ კინო-თეატრის ამუშავება? მითუმეტეს რომ ამხელა დასახლებაში ახალგაზრდებისთვის არანაირი პირობა არ არის შექმნილი კულტურული დასვენებისთვის…

სკვერი 117-ე სკოლის გვერდითაა, ასე უფრო ადვილად მიხვდებიან რაიონის ხელმძღვანელები და მაჟორიტარი, იქნებ დაინტერესდნენ და მიხედონ აქაურობას.

აი სკვერიც, თავისი სკამებით და საბავშვო სასრიალოთი!

არ თქვათ, „სოფლის მამიდებო“ ერთ გაჩერებაში სკვერი ხომ არის, იქ წავიდეს აქაური მაცხოვრებლებიცო! იმედი ბოლოს კვდებაო და რა ვიცი, მაინც ვთქვათ-იმედია ეს ბოლო ფოტოები იქნება ასეთი სკვერიდან!

მოგვწერეთ თქვენც!