„33%-ით იზრდება – აზერბაიჯანის, 7%-ით იზრდება – სომხეთის, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 28%-ით მცირდება…“

დიმიტრი ხუნდაძემ დემოგრაფიული პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიღებულია საქართველოს დემოგრაფიული  უსაფრთხოების კონცეფცია; განისაზღვრა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი;  საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე შეიქმნა სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია. დიმიტრი ხუნდაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდის საგანგაშო  პროგნოზზეც საუბრობს, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისთვის – საქართველოს დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება.

„33%-ით იზრდება – აზერბაიჯანის მოსახლეობა; 7%-ით იზრდება – სომხეთის მოსახლეობა, ხოლო საქართველოს მოსახლეობა 28%-ით  მცირდება, რაც  1 170 000 ადამიანს შეადგენს“- აღნიშნა ხუნდაძემ.