“როგორი უპრინციპო იყო შოთაძე, ისეთივე იქნება თადუმაძე…”

მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე იყო, ის ამ პოსტზე „ხალხის პარტიამ“ წარადგინა. კობაიძე თვლის, რომ თადუმაძის პროკურორად დანიშვნით არაფერი შეიცვლება.

-მე ვფიქრობ, რომ თადუმაძის დანიშვნით არსობრივად არაფერი შეიცვლება და იგივე სისტემა იქნება, რადგან მას არანაირი პრინციპული დამოკიდებულება არ გააჩნია და ვფიქრობ, როგორი უპრინციპო იყო ბატონი შოთაძე, ისეთივე იქნება ბატონი თადუმაძე. ამ ყველაფრით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა თავისი უნიათობა, სხვადასხვა სექტორის სათავეებში უნდათ ისეთი ადამიანები, რომლებიც თითის ერთი დატკაცუნებით შეასრულებენ მათ ბრძანებას უაპელაციოდ. ოცნება სახელმწიფოს მართვას დამყოლი ადამიანებით ცდილობს“-აცხადებს კობაიძე.