თუკი პოლიტიკოსებს მაინც სურდათ ამ საკითხის სახალხოდ გამოტანა, შეეძლოთ პლებისციტი მოეწვიათ

ექსპერტი ლევან ალაფიშვილი პრეზიდენტისარს ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე დადებითად აფასებს. როგორც მან “ნიუპოსტს” განუცხადა, ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმის ჩატარება შეიძლება იქცეს სანართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტად რუსეთისთვი იმის სათქმელად რომ რეფერენდუმის დანიშვნა-ჩატარებით საქართველოს ხელისუფლება აღიარებს აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას.
“ორი თვის წინ საჯაროდ ვისაუბრე იმ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ საფრთხეებზე, რომელის რეფერენდუმის დანიშვნა-ჩატარებას ახლავს. ოკუპაციის პირობებში რეფერენდუმის ჩატარება შეიძლება იქცეს სანართლებრივ და პოლიტიკურ არგუმენტად ჩრდილოელი ოკუპანტისთვის იმის სათქმელად რომ რეფერენდუმის დანიშვნა-ჩატარებით თვით საქართველოს ხელისუფლება აღიარებს აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას – თუკი მას კანონში უწერია რომ რეფერენდუმი მთელ ტერიტორიაზე ტარდება, მაგრამ არ ატარებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს ნიშნავს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. თუკი პოლიტიკოსებს მაინც სურდათ ამ საკითხის სახალხოდ გამოტანა, შეეძლოთ პლებისციტი მოეწვიათ. პრემიერს სახელმწიფოებრივი მიდგომა რომ გამოეჩინა კარგი იქნებოდა რეფერენდუმის მხარდამჭერი განცხადებების ნაცვლად პლებისციტის ინიციატივით გამოსულიყო და მოეწვია. სამწუხაროდ კვირიკაშვილმა ვერ დაძლია პარტიული ჩარჩოები და წინასაარჩევნო პოლიტპოპულიზმის ცდუნება. მისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა კრიტიკა და თავდასხმები მარგველაშვილისაკენ წარმართულიყო და ეს წაეხალისებინა”- აღნიშნა ალაფიშვილმა.

წყარო: “ნიუპოსტი”

კომენტარის დატოვება