უზბეკეთში სტუდენტი გოგოების ქალიშვილობის მასობრივი შემოწმება დაიწყეს

უზბეკეთში უფროსკლასელებსა და სტუდენტ გოგოებს მასობრივად აგზავნიან გინეკოლოგებთან. სამარყანდის ადმინისტრაციის წყაროს ცნობით, რომელმაც პორტალ Сentralasian.org-ს ინფორმაცია საიდუმლოდ გადასცა, ღონისძიება ქალიშვილების გამოსავლენად ტარდება.

ჩინოსანის თქმით, მედშემოწმების მიზეზი “სუიციდის შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით ტარდება, რადგან უზბეკეთში ქალიშვილობის დაკარგვის ან დაორსულების შემთხვევაში, გოგოები სირცხვილის გამო, თავს იკლავენ” – აცხადებს პორტალის რესპონდენტი.

იმ გოგოების მშობლებთან, რომლებსაც უკვე დაიწყეს სქესობრივი ცხოვრება, ფსიქოლოგები და მასწავლებლები ჩაატარებენ გაკვეთილებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები და სტუდენტები ჟურნალისტებთან მივიდნენ და განუცხადეს, რომ გინეკოლოგთან შემოწმება ნებაყოფლობითი არ არის და მათ აიძულებენ. ერთ-ერთის თქმით, მისი კურსელის შემოწმების შემდეგ, მთელმა ინსტიტუტმა გაიგო ფეხმძიმობის შესახებ, რის გამოც გოგო სახლიდან ვეღარ გამოდის.