რომან რურუას პატრიარქი პირადად მიულოცავს იუბილეს

დღეს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის შემდეგ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქართული ერთობის დარბაზის წარმომადგენლებს შეხვდა და მიიღო გადაწყვეტილება ხვალ, 24 ნოემბერს, 12:00 საათზე შეხვდეს მსოფლიო ჩემპიონს რომან რურუას სპორტსმენის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

შეხვედრას დაესწრებიან ქართული ერთობის დარბაზის, საქართველოს ხალხთა ასამბლეის და მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრები.

ბეჭებდაუდებელი ფალავანი სულ რამდენიმე დღეში 75 წლის ხდება, ადამიანი, რომელმაც თავისი სიტყვა სთქვა არა მხოლოდ სპორტში, არამედ ბიზნესშიც, რაც მთავარია, ცხოვრებაში, რისი დასტურიცაა მისი ოჯახი, ცხოვრების წესი, საქმისა და მეგობრებისადმი დამოკიდებულება, მისი ხელით წალკოტად ქცეული კლდე-ყორე, ტკივილით და სიყვარულით სავსე პუბლიკაციები. ადამიანი, რომლის ოცნებაა „ბედნიერებით სავსე სამშბლოში ცხოვრება“ და მომავალი თაობების ბედნიერი სახეების ხილვა ნამდვილად იმსახურებს საზოგადოების სიყვარულს და დაფასებას.

შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, 5 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (გიორგი სააკაძის ძეგლის წინ) რომან რურუას საიუბილეო საღამო გაიმართება.

იხ.

https://www.gmtv.ge/33051-2/

-“24 ნოემბერს საქართველოს  სულიერი მამა ილია მეორე  მიიღებს და  პირადად მიულოცავს  ბატონ რომან რურუას  იუბილეს.  ეს გადაწყვეტილება საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქმა  დღეს, ქაშუეთის ტაძარში გიორგობისადმი მიძღვნილი წირვის დასრულების შემდგომ „ქართული ერთობის დარბაზის“ წევრებთან შეხვედრაზე  მიიღო.

25 ნოემბერს ტექნიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში,   ამ ინსტიტუტის კურსდამთავრებულის რომან  რურუას  პატივსაცემად,   „ქართული ერთობის დარბაზი“, ,,საქართველოს ხალხთა ასამბლეა“ და ,, მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი ეროვნული თანხმობისათვის“  ქართული საზოგადოების წარმოადგენლებთან,  მეცნიერებისა და კულტურის ცნობილ მოღვაწეებთან, დიდ ქართველ სპორტსმენებთან ერთად აწყობს მადლიერების საღამოს „ბეჭებდაუდებელი ფალავანის ჭიდილი დროსთან“ -აცხადებს „ქართული ერთობის დარბაზი“.