“თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ!”

თმენის ვალდებულება დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  დავით ჭიჭინაძემ “კვირას” პრეს-კლუბში განაცხადა.

დეპუტატი  ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კობახიძე ჭიჭინაძის მიერ შრომის უსაფრთხოების კანონთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას არასწორ ინფორმაციას უწოდებს.

“თმენის ვალდებულება მართლა დეპუტატებს გვაქვს, რომ ასეთ თავმჯდომარეს ვითმენთ. მისი აღიარებითი ჩვენებები განსაკუთრებით ამ ბოლო დროს რაც მან გააკეთა საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით…

“ეს ადამიანი პრაქტიკულად იბრალებს იმას, რაც არ გაუკეთებია. მისი მხარდაჭერა, მისი ავტორიტეტი და ზოგადად მისი მეთაურობით პარლამენტის ავტორიტეტი ძალიან დაბალია,” – განაცხადა ჭიჭინაძემ.

რამდენიმე დღის წინ კი ჭიჭინაძემ ირაკლი კობახიძეს პირდაპირ პოსტის დატოვებისკენ მიუთითა.

“ეს წასულ კაცს კი არ უნდა მიაძახო, შენც უკან უნდა გაჰყვე!“

იხ.

https://www.gmtv.ge/43844-2/