“ვაშლების კომპონენტი უკვე დასრულდა”

ალექსანდრე ჯეჯელავამ მისი შემცვლელი დღეს სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ეს კომპონენტი უკვე დასრულდა.

“არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესი და ის აუცილებლად გაგრძელდება, ვაშლების კომპონენტი უკვე დასრულდა”, -განაცხადა ჯეჯელავამ.

ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კი პირველი სამუშაო დღე  დაიწყო.