ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას – ღარიბაშვილის იქნებ უთხრათ, ეკონომიკაზე ასეთი გადაჭარბებული ყიჟინა და აღტკინება უბრალოდ ხალხს აღიზიანებს

ალეკო ელისაშვილი – კეთილისმყოფელები თუ ხართ ამ დარბაზში ღარიბაშვილის, იქნებ უთხრათ, რომ ასე არ შეიძლება

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, პლენარულ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებულ შეფასებას გამოეხმაურა.

როგორც ელისაშვილმა გამოსვლისას აღნიშნა, ეკონომიკაზე გადაჭარბებული ყიჟინა და აღტკინება უბრალოდ ხალხს აღიზიანებს.

„მინდა ვთქვა პრემიერზე, რომელიც ბოლო დროს გვეუბნება ძალიან დიდი აღტაცებით და ყიჟინით, რომ არნახულად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ეკონომიკა დუღს, ევროპასაც კი ვაოცებთ.

სრულიად გაჩერებული რომ იყო ქვეყანა და იმის ფონზე გაფაჩუნდა და ზრდა არის გასაგებია, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული ყიჟინა და აღტკინება უბრალოდ ხალხს აღიზიანებს.

არ ვიცი კეთილისმყოფელები თუ ხართ ამ დარბაზში ღარიბაშვილის, იქნებ უთხრათ, რომ ასე არ შეიძლება. ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ, რასაც გვინდა იმას ხომ ვერ დაგვაჯერებს მთავრობა. შეგვიძლია გადავამოწმოთ ევროპაში რა ხდება, როგორ იზრდება, როგორ არ იზრდება. მესმის, რომ ალბათ გულწრფელად უნდა უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა ვიდრე, არის მაგრამ ის არის პრემიერ მინისტრი და არ შეიძლება ასე ბაქი-ბუქით ლაპარაკი, ხალხის გაღიზიანების გარდა არაფერს არ იწვევს ეს. კარგი იქნება რეალისტურად თუ ილაპარაკეს და არა გაშუქებით“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.