“სამარცხვინოა თავად ის, ვინც “ზედაზენის” გარშემო ასეთ მოწოდებებს აკეთებს!..”

მიხეილ მუმლაძე

„ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

ცეზარ ჩოჩელისთანა ღირსეული მეწარმე ბევრი რომ გვყავდეს ქვეყნის აღმავლობა იქნებოდა

ამ დღეებში საქართველოში ძალზე სამარცხვინო მოწოდებები გაისმოდა:
__ არ იყიდოთ „ზედაზენის“ პროდუქციაო.

„ზედაზენი“ ხომ სუფთა ქართული პროდუქტია, ძალზე დიდი, შესანიშნავი საწარმოა და ძალზე ბევრი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

საწარმოს ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად მილიონები შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში. საწარმოებში ბევრია დასაქმებული სამაჩაბლოს მცხოვრები და ლტოლვილები.

საწარმო „ზედაზნის“ შესახებ ხმაური ატყდა იმის გამო, რომ იგი თავისი რეკლამისთვის იყენებს ტელევიზია „რუსთავი 2 -ს“ და „რუსთავი 2“ კი შეურაცხყოფას აყენებს ქრისტიანობას და მართლმადიდებლობასო.
მართალია საწარმო „ზედაზენმა“ განაცხადა, რომ შევწყვიტე „რუსთავი 2-ში“ რეკლამირებაო, მაგრამ ვიღაცეები მაინც აპირებენ წყალი აამღვრიონ. „წყლის და ქვეყნის ამღვრევების“ მეტი რაა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც?

არა და ცეზარ ჩოჩელს მარტო ლუდის ბრწყინვალე ქარხანა კი არ აქვს, აქვს ლიმონათის, ხილის წვენების, ბრწყინვალე შოკოლადებისა და კამფეტების საწარმო „ბარამბო“, მუშაობს რამდენიმე სხვადასხვა საწარმოს შექმნაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

ცეზარ ჩოჩელს აქვს ასევე ბრწყინვალე, მსოფლიო დონის „შპალების ქარხანა“ რომლის პროდუქცია ყოველდღიურად გამოიყენება საქართველოს რკინიგზაზე „თბილისი-ბათუმი“ თუ „თბილისი-ზუგდიდის“ ხაზებზე.

რა ვქნათ ახლა, დავუძახოთ პარლამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ზვიად ძიძიგურს, გაიხსენოს თავისი მივიწყებული „ძველი ხელობა“ და ავაყრევინოთ რკინიგზა და შპალები სამტრედიაში?

საქართველოში ხომ შეიძლება ხვალ ვიღაცამ განაცხადოს და თავისი მხარდამჭერები ბევრი ნახოს გორში და სამტრედიაში შპალები ავყაროთ მაგის მწარმოებელი „რუსთავი 2-ს“ აფინანსებსო!

ამ დროს რას აკეთებს მთავრობა?

რა ხდება ამ დროს საქართველოში?

საქართველოს მთავრობა დაფრინავს!

იფრინონ!