დღეს გიო ხუციშვლის ვარსკვლავი იხსნება

თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ დღეს მომღერალ გიო ხუციშვილის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება. მომღერლის გადაწყვეტილებით, ეს ვარსკვლავი აფხაზეთში დაღუპულ იმ ადამიანებს მიეძღვნება, ვისთან ერთადაც ის 90-იან წლებში იბრძოდა.

ვარსკვლავის გახსნამდე, თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტი დაიწყო. მსმენელისთვის დღეს გიო ხუციშვილის მეგობრები – ლელა წურწუმია, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, დათო გომართელი, მერაბ სეფაშვილი და სხვები – მღერიან.