მაკრონი: პუტინი უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე, თავიდან უნდა ავიცილოთ უარესი

პრეზიდენტ პუტინს ვესაუბრე, ამ ეტაპზე ის უარს ამბობს უკრაინაზე თავდასხმის შეჩერებაზე, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად. გავაგრძელებ ჩემს ძალისხმევასა და კონტაქტებს. თავიდან უნდა ავიცილოთ უარესი“, – დაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა Twitter-ზე.

ცნობისთვის, 3 მარტს, კრემლის პრესსამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის მიზნებს მიაღწევს, რაც არ უნდა მოხდეს.