ისრაელში ახალი ინსტრუქციები გაიცა, რომელიც ბეერ-შევადან გერცლიმდე 12 მაისის 18:00 საათამდე იმოქმედებს

ისრაელის ზურგის სამმართველომ ახალი ინსტრუქცია გამოაქვეყნა, რომელიც 12 მაისის 18:00 საათამდე იმოქმედებს ბეერ-შევადან გერცლიმდე.

მითითებულ ტერიტორიაზე უქმდება სწავლა სასწავლო დაწესებულებებში. მათ შორის წრეებსა და სპორტულ სექციებში. ღია სივრცეში ნებადართულია არაუმეტეს 10 ადამიანის შეკრებისა, დახურულ სივრცეებში ყოფნის უფლება ექნება 100-მდე ადამიანს.

ნებადართულია მხოლოდ იმ საწარმოს და დაწესებულების მუშაობა, რომელთა თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფარში მოხვდნენ სამმართველოს მიერ დადგენილ დროში.

ზურგის სამმართველო მოსახლეობასაც მიმართავს, არ გამოვიდნენ სახლებიდან, თუკი ამის აუცილებლობა არ აქვთ.