“მიუღებელია ჩემთვის ტემრინი „პოტენციური ეჭვმიტანილი“

შოთაძე კახიძეს: „პოტენციური ეჭვმიტანილი“ – მსგავსი ტერმინის გამოყენება, როდესაც საქმე ეხება დევნას, არასწორი და მიუღებელია.

საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ოთარ კახიძემ მიხეილ კალანდიას შესახებ დასვა კითხვა, მას „პოტენციური ეჭვმიტანილი უწოდა“ და მოიტხოვა განმარტება, თუ რატომ გაიზიარა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე, ეზოში მოზარდების განლაგების თაობაზე გამოძიების საპირისპირო ინფორმაცია, რაზეც ირაკლი შოთაძემ უპასუხა:

-“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის ტემრინი „პოტენციური ეჭვმიტანილი“. ეს არ არის იურიდიულად სწორი და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სისხლისსამართლებრივ დევნას, პოტენციურ ეჭვებზე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება მ.კ. თქვენ პოზიციას და შეფასებას, რომ პროკურორმა გაიზიარა გამოძიების საპირისპირო ვერსია, ეს არის აბსურდი, რადგან გამომძიებელი ინფორმირებულია გამოძიების ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებზე, ხოლო პროკურორი გამოძიებასა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე არსებულ და მოპოვებულ მტკიცებულებებზე. შესაბამისად, არანაირი წინააღმდეგობა ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს“.