სიმართლე დადგინდა! გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა!

სააგენტოზე მასალის „გლოვის დღეს ერთი მუშის ოჯახში “ბანკი მივიდა” და ნივთები ჩამოართვა!“

იხ.

https://www.gmtv.ge/38565-2/

საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა ჩვენს საიტზე გამოქვეყნებამდეც საკმაო აჟიოტაჟი იყო ატეხილი. საზოგადოება კომენტარებში აღშფოთებას არ მალავს.

ჩვენ ვცდილობთ სტატუსის ავტორთან დაკავშირებას.

ამ წუთებში კი თავად პოსტის ავტორმა გვითხრა, რომ გადამოწმების შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუე აღმოჩნდა, რის გამოც პოსტი წაშალა.

ჩვენ ადგილობრივებს დავუკავშირდით, რომლებმაც ასევე უარყვეს ინფორმაცია.

ვის და რატომ სჭირდება ისედაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ასეთი ცრუ ინფორმაციების გავრცელება!

კარგია, რომ გადამოწმებისა და დაინტერესების შემდეგ სიმართლე გაირკვა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც დაგვეხმარნენ  სიმართლის დადგენაში (არ სურთ ვინაობის გამხელა) და ფეისბუქ მომხმარებელს „სიღარიბე გვტკივა)