“პრემიერის ადმინისტრაციაში ბრძანებულების პროექტი მზადდება”

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ადმინისტრაციაში ბრძანებულების პროექტიც მზადდება, რომელიც ინაუგურაციის ჩატარებისთვის საჭირო კომისიის წევრებს განსაზღვრავს. მისი თქმით, ბრძანება სავარაუდოდ, დღეს საღამოს გამოიცემა, რომელიც შეეხება კომისიის წევრებს.

“16 დეკემბერს გაიმართება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. გუშინ მე დამევალა, რომ გავმართო კონსულტაცია ყველა შესაბამის უწყებასთან, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელეწიფება ამ საკიტხების ორგანიზება.  ეს კომისია იმუშავებს სცენარზე და სხვა ღონისძიებებზე. კონსულტაციები გვაქვს რეჟისორებთან. ბევრი სამინისტროც არის ჩართული”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ცნობილია, რომ მთავრობას აქვს კონსულტაცია რამდენიმე რეჟისორთან, რომელიც ღონისძიებაზე იმუშავებს, თუმცა კახიშვილის თქმით, კონკრეტულად რომელ რეჟისორს აირჩევენ ჯერჯერობით უცნობია.

კახიშვილი ამბობს, რომ  ინაუგურაციის ხარჯები დათვლილი ამ დროისთვის არ არის.