საპარლამენტო უმრავლესობა ალტერნატიულ დასკვნას ამზადებს

საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას ქუჩის საქმეზე ალტერნატიულ დასკვნას ამზადებს. „ქართული ოცნების“ წევრები პოზიციას დღეს დააფიქსირებენ.

დეპუტატები იმ დარღვევებს განიხილავენ, რომელიც, მათი განცხადებით, გამოძიების პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის ქმედებების დროს გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოაქვეყნა დასკვნის პირველი ნაწილი, სადაც აღწერილია კომისიის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები – თუ რა მოხდა 1 დეკემბერს ხორავას 4-ის ეზოში

იხ.

https://www.gmtv.ge/46006-2/