ალასანიამ პარტიის ახალი წევრები წარადგინა

პარტია “თავისუფალ დემოკრატებს”კიდევ ორი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს თეიმურაზ გაფრინდაშვილი და მალზახ ბაბლიძე შეუერთდა. ახალი წევრები საზოგადოებას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მათ ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა.

თეიმურაზ გაფრინდაშვილი ჭიათურის რაიონის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ წარმომადგენელი იქნება და ადგილობრივ ორგანიზაციებს უხელმძღვანელებს. გაფრინდაშვილი ეწევა ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას. ხელმძღვანელობს რამოდენიმე კომპანიას. იგი მუშაობდა ინჟინერ-ეკონომისტად ჭიათურის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებაში. თეიმურაზ გაფრინდაშვილი გახლდათ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საწარმოს საგეგმო განყოფლების უფროსი და ქალაქის ცენტრალური ავტოსადგურის დირექტორი. გაფრინდაშვილი 2006-2014 წლებში იყო ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი წირქვალის საარჩევნო ოლქიდან. საკრებულოს წევრობისას კი ინფრასტრუქტურის კომისიის ხელმძღვანელი.

მალხაზ ბაბლიძე  ზესტაფონის რაიონის ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ გუნდს უხელმძღვანელებს. ბაბლიძე გახლავთ შპს ‘’ინსატურბოჯორჯიას’’-ს საგარეო ურთიერთობათა მენეჯერი. იგი გახლდათ ქ. ზესტაფონის ვიცე მერი, ახალგაზრდული დეპარტამენტის თავმჯდომარე და რამოდენიმე შპს-ს დირექტორი.

კომენტარის დატოვება