ვიქნები თქვენს განკარგულებაში, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უთოს საპარლამენტო ასამბლეის დასრულებას ელოდება, მერე კი, უკვე 5 ივლისიდან პოლიტიკურ აქტიურობას იწყებს.

-„როგორც კი დავასრულებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, მე თქვენ მოგევლინებით, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი. აი მაშინ ვილაპარაკოთ კვლევებზეც პროცენტებზეც, შანსებზეც გამარჯვებაზეც, დამარცხებაზეც და ყველაფერზე. 5 ივლისიდან გპირდებით, რომ ვიქნები თქვენს განკარგულებაში, როგორც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ლიდერი” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარის დატოვება