მე ველოდები ხალხის ტალღას, ფაქტია, რომ ოპოზიცია არ გრგვინავს ქუჩაში – თაკო ჩარკვიანი

მე ველოდები ხალხის ტალღას – ფაქტია, რომ ოპოზიცია არ გრგვინავს ქუჩაში – ამის შესახებ კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა, ,,ტვ პირველის”ეთერში საუბრისას განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი ასევე  აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია, როცა ქვეყანა მთელ მსოფლიოს არ ეთანხმება, რომ რუსეთი ოკუპანტია.

,,ვერცერთ ლიდერზე დაწყებული დევნა ვერაფერს ვეღარ იზამს. მე ველოდები ხალხის ტალღას, კატასტროფა ხდება სოციალური მდგომარეობის თვალსაზრისით. ოპოზიციას რაც შეეხება, ფაქტია, რომ ოპოზიცია არ გრგვინავს ქუჩაში. ხალხი, რომ ეტყვის ოპოზიციას დაიკარგეთ აქედან აღარ გვჭირდებითო, მერე მიხვდება ოპოზიცია, რომ უნდა გაერთიანდეს.

თავი მოვიჭერით მთელ მსოფლიოში. ასეთი შემთხვევა იშვიათადაა, როცა მთელი მსოფლიო ეუბნება რუსეთს, რომ შენ ხარ აგრესორი. როცა შენ არ წერ, რომ აგრესორია ქვეყანა პრაქტიკულად შენ ეუბნები, რომ ოკუპანტიც არ არის. მე მომხრე ვარ მოზომილი პოზიციის, მაგრამ სიტყვა ,,რუსეთი” ხომ უნდა ახსენო?! რუსეთის ხსენებისაც კი ეშინიათ.” – განაცხადა ჩარკვიანმა.