აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ვადამდე მონაწილეობა უკვე 42 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო

   United States Election Project-ის ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში ვადაზე ადრე უკვე 42 მილიონმა ამერიკელმა მისცა ხმა. ისინი ხმას აძლევენ როგორც პიროვნულად, ასევე ფოსტის საშუალებით.

   ვადამდე ხმის მიმცემთა შორის არის ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არჩევანი უკვე გააკეთა და ხმა ჰილარი კლინტონს მისცა.

როგორც ირკვევა, თავისი არჩევანი ფლორიდის შტატში უკვე დააფიქსირა 6,4 მილიონმა ამომრჩეველმა,  კალიფორნიაში – 4 მილიონმა, ტეხასში – 4,5 მილიონმა ამომრჩეველმა.  

კომენტარის დატოვება