„არა სუბარის რეფორმას!“ – დევნილები ქუჩაში გადიან (ვიდეო)

დევნილთა საკოორდინაციო საბჭო საზოგადოებას მიმართავს და დევნილთა უფლებების დასაცავად, ასევე „შემწეობის რეფორმის“ გასასაპროტესტებლად შეკრებისკენ მოუწოდებს.

საკოორტინაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ „შემწეობის“ რეფორმა მორალურ გენოციდს უწყობს დევნილ საზოგადოებას. მათი თქმით, საჭიროა „ხალხის ხმის“ გაგონება და ამიტომ იკრიბებიან 25 მაისს, 14 საათზე დევნილთა სამინისტროსთან.