საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 318 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 235 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 496 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 318 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 357 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 961 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 235 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 652 707-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 633 338-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 788 პირი ემსხვერპლა.