ახლა ჯერი საზოგადოებაზეა! არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!

 არასამთავრობო ორგანიზაციამ „გაერთიანებული საზოგადოება“ მხარი დაუჭირა საინიციატივო ჯგუფის წამოწყებას „მოვითხოვთ სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილები პირების დასჯას“.
  ორგანზიაციის წევრებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელმოწერების შეგროვების შემდეგ გაკეთდება მიმართვა ხელისუფლების პროკურატურის და პარლამენტის სახელზე.
   -„ორგანიზაცია დიდიხანია იბრძვის სამართილიანობის აღდგენისათვის. სამწუხაროდ დღევანდელმა ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ აღადგინა სამართალი და მკვლელებთან კოჰაბიტაციაში შევიდა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობა არ შეფასდა როგორც დამნაშავე რეჟიმი და დღეს ჩვენ ვიღებთ უსამართლობა განცდილ საზოგადოებას. სულხან მოლაშვილის საქმეზე მის სიცოცხლეშივე პროკურატურამ არ დაკითხა არც დაზარალებული და არც სხვა პირები რომლებიც საქმის ირგვლივ ტრიალებდა შედეგად ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ რეჟიმისგან მოკლულ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნიდან ისე წავიდა,რომ ვერ იპოვა სამართალი!
ახლა ჯერი საზოგადოებაზეა ! არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა !“-აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.
13625065_1316697888357709_679080075_n

კომენტარის დატოვება