თურქეთში გლოვის დღეა

 თურქეთში 10 დეკემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, აქედან 27 პოლიციელია, დაშავებულია 166 მოქალაქეზე მეტი. თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოაცხადა. დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

განცხადება გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა. ერდოღანმა მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ დაუსჯელები არ დარჩებიან ისინი, ვინც ტერორისტულ აქტებს აწყობენ.

ამ დროისთვის დაკავებულია 10 ადამიანი.

czvubmkw8aawbtb czvxgg-xaaakagr

კომენტარის დატოვება