“ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის გადახედვისთვის მზად არის”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის გადახედვისთვის მზად არის. მისივე თქმით, ის უკვე შეხვდა დაინტერესებულ პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა პარლამენტში აუცილებლად დაიწყება.

-„მქონდა შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ საკითხზე ჯერ კიდევ არჩევნების ჩატარებამდე. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ შესაბამის საკითხებს და აუცილებლად დაიწყება მსჯელობა საქართველოს პარლამენტში. საჭიროა საქართველოს კანონმდებლობის გარკვეული გადახედვა, ხოლო თუ რა მიმართულებით, ამას უკვე განხილვები გადაწყვეტს“ – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარის დატოვება