ალექსანდრე კობაიძე – დღეს, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ „ნამოხვანჰესის” მსგავსი ჰესები ვაშენოთ, არცერთი რაოდენობის ფული არ ღირს ადამიანების სიცოცხლის ფასი

არცერთი რაოდენობის ფული არ ღირს ადამიანების სიცოცხლის ფასი, – ამის შესახებ  უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ  „ნამოხვანისჰესის” მშენებლობასთან დაკავშრებით საუბრისას  განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისში, აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობა მოწმობს, რომ  მოსახლეობამ გაიღვიძა.

“„ნამახვანიჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს და იქ მცხოვრებ  მოსახლეობას სოლიდარობას ვუცხადებ. მადლობა მათ, რომ ეს საკითხი სააშკარაოზე გამოიტანეს. ბევრჯერ მიმიღია ჰესების წინააღმდეგ მშენებლობის აქციაში მონაწილეობა და მე ვფიქორობ, დღეს, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ „ნამოხვანჰესის” მსგავსი ჰესები ვაშენოთ .  არცერთი რაოდენობის ფული არ ღირს ადამიანების სიცოცხლის ფასი.

ქუთაისში, აქციაზე გამოსული ხალხის რაოდენობა მოწმობს, რომ  მოსახლეობამ გაიღვიძა.  როგორც გამოჩნდა ისინი გაბრაზებულები არიან  იმით, რომ სახელმწიფო შეგნებულად მიდის მათ წინააღდმეგ და არ უსმენს.

ხელისუფლება საერთოდ ვეღარ გრძობს ხალხის  პულს, მაგრამ თუ ოდნავ მაინც შერჩათ იმის უნარი, რომ საზოგადოებას მოუსმინონ, ეს უნდა გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ტიპის აქციებზე, შეიძლება, სისხლიც დაიღვაროს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ  მიმდინარე პროცესების რაიმე ფორმით ესკალაცია მოხდება, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში ხელისუფლებას არ ესმოდეს ხალხის ხმა. ისინი პორბლემებს ყინავენ  ნაცვლად იმისა, რომ მოაგვარონ,” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.