ლარი გამყარდა | რა ფასად შეიძენთ დღეს დოლარსა და ევროს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით 1.01 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6594 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 1.63 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8820 ლარი გახდა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.