საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა (ფოტო+ვიდეო)

დღეს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა.

UNICEF-ის ინფორმაციით, საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით მიიღო „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

ვაქცინის პირველი პარტიის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში 10:30 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გახსნის.