“ლარი კი არ უნდა მყარდებოდეს, სტაბილური უნდა იყოს!..“

საქართველოს ეკონომიკამ წელი არატრადიციულად მაღალი ზრდით დაიწყო. წინასწარი მონაცემებით, იანვარში ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, თუმცა ინფლაცია თითქმის 3  პროცენტით გაიზარდა დეკემბერთან შედარებით, თებერვლის ინფლაცია კი უკვე გასცდა მიზნობრივ მაჩვენებელს – 5 პროცენტს და 5.5 პროცენტი შეადგინა.

რამ განაპირობა იანვარში ეკონომიკის ზრდა? ინფლაციამ თუ რეალური სექტორის განვითარებამ და რამდენად არის მოსალოდნელი ზრდის ტემპის შენარჩუნება წლის მანძილზე? თემაზე, “ეკონომეტრის” სტუმარია – ეკონომისტი დემურ გიორხელიძე.