„მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს” | სამი პარტია 24 თებერვალს მასშტაბურ აქციას გამართავს

სამი ოპოზიციური პარტია „დროა”, „სტრატეგია აღმაშენებელი” და „გირჩი მეტი თავისუფლება” სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად 24 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მასშტაბურ აქციას გამართავენ. ამის შესახებ მათ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთეს.

მათი თქმით, ისინი იწყებენ „ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას”, რომლის მიზანიც, მიტაცებული ხელისუფლების ქართველ ხალხისთვის დაუბრუნდება იქნება.

„ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ვიწყებთ ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. ეს დასრულდება საქართველოს დეოკუპაციით, საქართველოში მოხდება კოლაბორაციონიზმისგან გათავისუფლება, მიტაცებული ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხს, ჩვენ ვდგავართ ერთად, ვიბრძოლებთ ერთად, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ დავიწყებთ 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციით, რუს ფაშისტებთან მებრძოლი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის აქციით. ჩვენი აქციები იქნება ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირებით, აქციები იქნება მზარდი, კოლაბორაციონისტებს ვაიძულებთ უკან დახევას, ვაიძულებთ უარი თქვან და შეწყვიტონ რუსული ინტერესების გატარება საქართველოს ხელისუფლების სახელით, ვიქნებით ხალთან ხალხის ინტერესების დასაცავად საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დამოუკიდებლობის სადარაჯოზე”, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.