იაგო ხვიჩია: ჩვენი თავი გაგვჭირვებია, არ ვართ იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არა

ჩვენი თავი გაგვჭირვებია და არ ვართ ახლა იმ სიტუაციაში, რომ ამომრჩეველს მოვუწოდოთ, ვინმეს ხმა მისცეს ან არა, – ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთიან თამაშს თამაშობენ.

„ეს ორი პარტია ერთიან თამაშს თამაშობს და რომელს მისცემთ ხმას, ამას დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ არჩევნებზე არ არსებობს არჩევანი, არსებობს ერთი დიდი თამაში მიშა-ბიძინასი, რომლის ფინალურ ეპიზოდებს ვხედავდით. „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მიხეილ სააკაშვილი ჩამოუყვანეს, თვალწინ აუფრიალეს და ასეთ პირობებში ჩავატარეთ არჩევნები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.68% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 30.7%.