აკაკი მინაშვილი – ჩვენი ფრაქცია ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს

„ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ მხარს არ დაუჭერს ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოსტზე წარმოდგენილ ორ კანდიდატურას, რადგან ისინი წლების განმავლობაში არიან ცესკო-ს თანამშრომლები და თამარ ჟვანიას, ანუ „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლები, ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა”, – ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

როგორც მინაშვილმა ამბობს, ყველა ადამიანი, რომელმაც აღნიშნული პოსტის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობა მიიღო, „ქართული ოცნების“ ინტერესების გამტარებლები იყვნენ.

„გიორგი კალანდარიშვილი პრესსპიკერის ფუნქციას ასრულებდა და ახმოვანებდა გაყალბების პოლიტიკას, ხოლო გიორგი სანტურიანი, როგორც იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, „აპრავებდა“ იმ გაყალბებას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებდა. ჩვენი მსგავსი პოზიცია აქვს ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანდიდატურებს. ჩვენი ეჭვები და მოლოდინები, რომ „ქართული ოცნება“ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს ფიქციისთვის, რეფორმის იმიტაციისთვის გამოიყენებდა, სამწუხაროდ გამართლდა”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.