მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს  –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე თქვა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. დღეს ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი გაცილება ტოკიოში. გიყურებთ რა თქვენ, კიდევ ერთხელ ვრწმუნებით, რომ ჩვენ ვართ ჩემპიონების ერი. ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს არის ძალიან დიდი წყალობა, მეორე მხრივ, მინდა გითხრათ, რომ ახლა თქვენ მთელი ერი შემოგცქერით. მჯერა, რომ თქვენ, გამოხვალთ რა ჩვენი დროშის ქვეშ, ტოკიოში ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.