„აფეთქება არ იყო, მშენებლობაა ქვემოთ, პირველ სართულზე ანგრევდნენ სახლს”- ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან გამოყვანილი არასრულწლოვნის მამა

ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევისას ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა აცხადებს, რომ აფეთქება არ ყოფილა. ის მანქანაში შვილთან ერთად იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც კორპუსი ჩამოინგრა.

„მეც ვიყავი მანქანაში, ბავშვი ნახევარი საათი მაინც იქნებოდა მანქანაში. აფეთქება არ იყო, მშენებლობაა ქვემოთ, პირველ სართულზე ანგრევდნენ სახლს,”- აცხადებს ის.

მისივე თქმით, კორპუსში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები და პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ.