ფოთში, ძლიერი შტორმის შედეგად კუნძულის უბნის სანაპირო დაიტბორა

ფოთში შტორმის შედეგად კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი დაიტბორა. შტორმი დაახლოებით 5 ბალს აღწევს. სანაპიროს სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა შიშობს, რომ თუ უამინდობა გაგრძელდება შესაძლოა, მათი საცხოვრებელი სახლები დატბოროს.

ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან წყლის დონე მათ სახლებამდე ვერ აღწევს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე 4-5 ბალიანი შტორმი ხშირად ფიქსირდება. ისინი დღის ბოლომდე შტორმის სიმძლავრის დაკლებას პროგნოზირებენ.