რუსთავი 2-ის შენობასთან საზოგადოება იკრიბება

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2-ის შენობასთან საზოგადოება იკრიბება. იქ მისული ადამიანები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და ბოლომდე დაიცავენ სიტყვის თავისუფლებას.

რუსთავი 2-ის შენობასთან მივიდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც.

უმრავლესობის წევრები კი ამბობენ, რომ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც შეეხება მედიის ტავისუფლებას, ვერავინ შეეხება და ვერც ერთ ჟურნალისტს უფლებებს ვერავინ შეუზღუდავს.