“თუ ტრანსფორმაცია ვერ მოვახერხეთ, კვლავ მსხვერპლის როლში ვიქნებით!..”

F-news

სოსო მანჯავიძე

საკრებულოს დეპუტატი

შეიძლება გინახავთ,, ხშირად აჩვენებენ ხოლმე Nacional Ceographic-ზე და სხვა არხებზე, მტაცებლების ნადირობა ქაშაყზე.. ჯერ ვეშაპები გუნდს ქვევით მოექცევიან და მას ჰაერის ბუშტულების ალყას არტყამენ,რომელსაც ქაშაყი ვერ გაურბის,სიღრმეში ვერ ჩადის და ერთ შეშინებულ გუნდად შეჯგუფდება. ამით სარგებლობენ ზვიგენი,სელაპი,დელფინი, ტუნა ვეშაპი, ციდან დაშვებული თოლიები, სხვა მტაცებელი ფრინველები და მუსრს ავლებენ ქაშაყს.. ეს სვრემა გრძელდება მანამ,სანამ ვეშაპები არ დანაყრდებიან და ჰაერის ბუშტების ალყა არ მოიხსნება. ქაშაყის გუნდის ნარჩენები სიღრმისკენ ჩადიან და თავს შველიან.

ეს ამბავი ჩვენს მდგომარეობას ჰგავს. მსოფლიო ვეშაპების მიერ გამოშვებული ილუზორული იდეოლოგიური ბუშტების გამო ქაშაყის გუნდივით ვართ შეჯგუფებული და ათასი ჯურის წვრილი მტაცებელი გვჭამს-მევახშეები,ნარკომანია,გემბლინგი,ნარკობიზნესი,მონოპოლიები, გაყიდული მედია და არასამთავრობოები,რელიგიური ფანატიკოსები და უპრინციპო პოლიტიკოსები.

მისტიური ვეშაპები კი,სამწუხაროდ,ვერ ნაყრდებიან.ხოლო ჩვენ თუ ქაშაყის ჭკუაზე დავრჩით და ვერ გავიგეთ,რომ იდეოლოგიური ბუშტულები საშიში არაა,თუ სიღრმისკენ არ წავედით, თუ ტრანსფორმაცია ვერ მოვახერხეთ,კვლავ მსხვერპლის როლში ვიქნებით იმ უბედური ქაშაყის გუნდივით.