ე.წ. „მოსმენების კანონი“ არსებული რედაქციით ხელს არ შეუწყობს კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებას

 

უფლებადამცველის და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის განცხადებით ე.წ. „მოსმენების კანონის“ არსებული რედაქციით მიღება ხელს არ შეუწყობს კონსტიტუციის მოთხოვნების შესრულებას.

„სახელმწიფო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომელიც განსაკუთრებით საყურადღებოა თანამედროვე გამოწვევებისა პირობებში და სახელმწიფო ინტერესების დაცვა უალტერნატივოა. დაუშვებელია რაიმე მოქმედებების განხორციელება, რომელიც შეასუსტებს სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანებს, თუმცა ამ ინტერესების დაცვა შესაძლებელია ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. ამ ინტერესთა ბალანსის მიღწევა შესაძლებელია, თუ სწორად მოხდება ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი პოზიციის შერჩევა. ეს პასუხისმგებლობა პარლამენტს ეკისრება. ხელისუფლების მმართველი პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია როგორც ჩვენთვის ცნობილია პარლამენტის მიერ შემოთავაზებული კანონით ამ სფეროზე ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოსაყალიბებელი სუბიექტი ვერ იქნება სათანადოდ დისტანცირებული უსაფრთხოების სამსახურისგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული საფრთხე უკანონო მოსმენების მცდელობები.

საუბარი არ არის კონკრეტულ პერსონალიებზე. საუბარია ისეთი სისტემების დამკვიდრებაზე, რომელიც ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში საზოგადოება დაცული იქნება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელყოფისგან. სამწუხაროდ, შესაძლებელია პარლამენტის მიერ მიღებული კანონი დიდი ალბათობით საზოგადოების ლეგიტიმური კრიტიკისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდეს“ – აცხადებს თევზაძე.