ამინდი დასვენების დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტო დასვენების დღეებში უნალექო ამინდებს პროგნოზირებს.

14-17 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა კოლხეთის დაბლობსა და ბარში იქნება +33, +35°; სანაპირო ზოლში +28, +30°; მთიან რაიონებში +28, +33°; მაღალმთაში +19, +24°, ზოგან +31°-მდე.