დედაქალაქს დამატებით 8 ახალი დასუფთავების მანქანა მოემსახურება

ხვალიდან დედაქალაქს დასუფთავებისათვის განკუთვნილი ახალი სპეციალური ტექნიკა მოემსახურება. „თბილსერვის ჯგუფმა“ 29 ერთეული ნაგავმზიდი მანქანა 2017 წლის დასაწყისში შეიძინა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად განხორციელდა.

ახალი ნაგავმზიდიმანქანები,რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით განთავსებული ნაგავშემკრები კონტეინერების დასაცლელად გამოიყენება, მოძველებულ და მწყობრიდან გამოსულ ტექნიკას ჩაანაცვლებს.