,,ომიკრონი” სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია – დეკემბერი არის საშინელი და პრაქტიკულად, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ეს ვირუსი – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით კორონავირუსის ახალი შტამი, ,,ომიკრონი” სავარაუდოდ უკვე საქართველოშია. ამის შესახებ მან ,,პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

ფხაკაძის თქმით, მომავალ წელს იქნება დიდი  სიახლეები წამლებისა და ვაქცინების კუთხით.

,,დეკემბერი არის საშინელი და პრაქტიკულად, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ შევაჩეროთ ეს ვირუსი. ,,ომიკრონი”, სავარაუდოდ, უკვე საქართველოშიც არის, არსად არ არის წასული ეს ვირუსი. მთელს ევროპაშია და რა, საქართველო არ არის ევროპის ნაწილი? ჩვენ უნდა ვიყოთ პრაგმატულები, რეალისტები და მივხედოთ საკუთარ თავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ,,ფაიზერი” და ,,მოდერნა” არის მაღალეფექტური ვაქცინები და უნდა გადავიდეთ ამ ვაქცინებზე. გადაწყვეტილებას ბუსტერ დოზებზე მივესალმები, ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს სწორი გადაწყვეტილება. რაც მთავარია, სამედიცინო პირბადე.

მომავალ წელს ჩვენ გვექნება ძალიან დიდი სიახლეები როგორც წამლების ასევე ვაქცინების კუთხით. მე მაინც პოზიტიურად ვარ გაწყობილი ” – განაცხადა ფხაკაძემ.