„ყველაზე მაღალი დაცულობა ეს არის კოვიდის გადატანიდან 3-დან 6-თვემდე, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს დაცულობა მით უფრო იკარგება” – გიორგი ფხაკაძე

ანტისხეულები არ არის გამოსავალი – კოვიდი მხოლოდ ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული – ამის შესახებ  გიორგი ფხაკაძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა ,,პირველი არხის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანი ყველაზე მეტად დაცულია კოვიდის გადატანიდან 3-6 თვის შემდეგ.

,,მეცნიერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხმდებიან, რომ ყველაზე მაღალი დაცულობა კოვიდის გადატანის შემდეგ არის 3-6 თვე. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს დაცულობა მით უფრო იკარგება. 6 თვის შემდეგ პრაქტიკულად ძალიან დაბალია.

რაც შეეხება ანტისხეულებს, ეს არის მხოლოდ ერთი მიმართულება. კოვიდი მხოლოდ ანტისხეულებზე არ არის დამოკიდებული. შესაძლოა მაღალი იყოს ანტისხეულების რაოდენობა, მაგრამ ადამიანს დაემართოს კოვიდი. შესაბამისად, მარტო ანტისხეული არ არის გამოსავალი და ინდიკატორი შენ დაგემართება თუ არ დაგემართება კოვიდი.

მე რომ ვყოფილიყავი გადაწყვეტილების მიმღები, მწვანე პასპორტი განისაზღვრებოდა კოვიდის გადატანიდან 3 თვის განმავლობაში. იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. 3 თვის შემდეგ კოვიდგადატანილები კარგავენ თავიანთ დაცულობას. 6 თვის შემდეგ კი 100 ადამიანიდან 70 ადამიანს უკვე შეიძლება დაემართოს ვირუსი, სამწუხაროდ.

აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც გადაიტანს კოვიდს 30 დღის შემდეგ უნდა აიცრას პირველი დოზით, აქედან 28 დღის შემდეგ მეორე დოზით და მეორე დოზის შემდეგ 14 დღეში მესამე დოზით” – განაცხადა ფხაკაძემ.