გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 დეკემბერს 10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში მებაღიშვილის, მიქატაძის, ხერგიანის, ბარათაშვილის ქუჩებზე, თიანეთის გზატკეცილის და მიმდებარე ტერიტორიაზე; 10:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ლისი და მსხალდიდი; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში კრისტიან სტივენის, ჰაინრიჰ კლაფროტის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ხატაეთის, ჰუგო ჰუბერტის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.