დაკავებული რეპერი პატიმრობიდან გათავისუფლდა

სააპელაციო სასამართლომ დაკავებული რეპერი, მიხეილ მგალობლიშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა. ამასთან, ბრალდებულს  ჩამოერთმევა საზღვარგარეთის პასპორტი.

რეპერი საზოგადოებას გარეპილი სიმღერით შეხვდა.