25 ნოემბერს თემირლანის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია 15:00 საათზე გაიმართება

25 ნოემბერს 15:00 საათზე თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი  რუსთაველზე, პარლამენტის წინ იკრიბება და მართავს თემირლანის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციაზე.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თემირლანის დაბადების დღეს აუცილებელია ხალხის ერთობა და უსამართლობასთან ბრძოლა.

-ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილებისთვის და მათი მომავლისთვის‼

თემირლან მაჩალიკაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებით ხელისუფლება და საგამოძიებო ორგანოები თვეებია მიზანმიმართულად აჭიანურებენ, არ იძიებენ ობიექტურად საქმეებს , აყალბებენ და არ სჯიან მკვლელებს.

შვილმოკლული მამები თითქმის ერთი წელია დგანან რუსთაველის გამზირზე და ხელისუფლებისგან მოითხოვენ პასუხებს ‼
მოითხოვენ სიმართლეს‼ მოითხოვენ დამნაშავეთა დასჯას‼

ამ ლეგიტიმურ მოთხოვნებს ხელისუფლება ცილისწამებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით პასუხობს ! მთელი თავისი რესურსი აამოქმედა და მთელი სახელმწიფო მანქანა ცდილობს მამების განეიტრალებას.

დროა დასრულდეს ეს ყველაფერი‼
ბრძოლა გამარჯვებამდე‼
ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს‼“-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.