სენაკში საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება დაიწყო

სწავლების სცენარი თავდაცვის, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს ემყარება. სწავლების მიზანია, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთობლივ ოპერაციებში ან კრიზისებზე რეაგირებისთვის მზადყოფნის მიზნით ბრიგადის დონეზე სამეთაურო-საშტაბო სწავლების დაგეგმვა და ჩატარება.

წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მონაწილეობს. საერთაშორისო წრთვნებს სახმელეთო ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს.

ფოტო: პაპუნა შუშანია