სუბიექტური შეფასებაა, ღარიბაშვილს ლიდერობა არ აკლია – ანრი ოხანაშვილი კელი დეგნანს პასუხობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კელი დეგნანის მიერ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს. ოხანაშვილი აშშ-ს ელჩის, ნათქვამს არ იზიარებს და ფიქრობს, რომ ეს მისი სუბიექტური შეფასებაა.

,,მე ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს არ აკლია არანაირი ლიდერობა, ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების რჩევას რა თქმა უნდა, ვიღებთ, მაგრამ ეს არის ქალბატონი ელჩის სუბიექტური და პერსონალური შეფასება”, – ამბობს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი თბილისში 5 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და ირაკლი ღარიბაშვილის, როგორც პრემიერის ჩართულობა ამ პროცესებში, გააკრიტიკა. დეგნანმა აღნიშნა, რომ მან ღარიბაშვილმა აგრესიის შეკავების კუთხით წამყვანი როლი ვერ შეასრულა.