ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი დღეს შესაძლებელი გახდა, ამიერიდან ინდოეთსა და საქართველოს შორის ტრადიციულ კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება – მეუფე შიო

ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვტილება მიიღო – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოსცა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა მეუფე შიომ სამების ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

მან მადლობა გადაუხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ილია II-ს.

„დღეს ჩვენ ვართ დიდი ისტორიული დღის მომსწრენი. ის, რაც წლების განმავლობაში იყო სანატრელი და მიუღწეველი დღეს შესაძლებელი გახდა. ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვტილება მიიღო – ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოს მუდმივ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადმოსცა. ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულ კულტურული სიახლოვის განმამტკიცებელი წმინდა ქეთევანიც იქნება. დიდი მადლობა გვინდ გადავუხადოთ ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ეს ისტორიული გადაწყვეტილება პირადად მიიღო. ჩვენ ასევე მადლობას ვუხდით და ჩვენს პატივისცემას ვუდასტურებთ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანა. გვინდა ჩვენი დიდი მადლიერება გამოვხატოთ უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც თხოვნის წერილით მიმართა ინდოეთის მთავრობას, საქართველოსთვის გადმოეცათ დედოფლის წმინდა ნაწილები. ასევე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ ბატონ დავით ზალკალიანს დაა საქართველოს საელჩოს ინდოეთში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.