„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან წითელი საღებავით წარწერების გაკეთება და ოფისში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ზაალ უდუმაშვილი, ასევე ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და სხვა პოლიტიკოსები.

აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მთავრობის გადადგომას ითხოვენ.